ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ხურვალეთში არსებულ პრობლემებს გაეცნო, ის გაესაუბრა მავთულხლართების მიღმა დარჩენილ დავით ვანიშვილს და მისგან პრობლემები მოისმინა.
«საიდან მოვიტანო პური, რაღა ვქნა ხან მშიერი ვარ, გამიშვან დიდი ჭადარი რომ არის ჩემი ნაკვეთებია გამიშვან დავამუშავო და ცოტა ლუკმა ვჭამო. რუსეთში წაგიყვანთ და კამერაში ჩაგაგდებთო ოკუპანტები მეუბნებიან.»
მედლინ მუნი დავით ვანიშვილს დაპირდა, რომ ამ ინფორმაციას ნატოში წარმოდგენილ 29 ქვეყნის წარმომადგენელს ეტყვის და მათ გააცნობს ამ საკითხებს.
Loading…