ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის მუშაობის შესახებ განცხადებას აკეთებს, მოგეხსენებათ გუშინ საგამოძიებო კომისიაზე დეპუტატების კითხვებს შს მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პასუხობდნენ. ზაზა სარალიძის განცხადებით, პროკურატურა დღესაც აფარებს მკვლელებს ხელს:
„კომისიის მუშაობა ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ეთერში უყურებს საზოგადოება, რასაც მე აქამდე ვითხოვდი და ვამბობდი, რომ დარღვევები ჰქონდა პროკურატურასა და ძალოვან უწყებებს. საზოგადოება უკვე ნათლად ხედავს ყველაფერს, ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს დღესაც პროკურატურა მკვლელებს ხელს.დღევანდელ დაკითხვას რაც შეეხება, სამწუხაროდ ბოლომდე ჯერ არ მომისმენია, აუცილებლად მოვუსმენ და ვნახოთ, რას იტყვიან“,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.