სოცქსელი

“საერთოდ არ მაღიზიანებს რუსეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოში”-მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ვიცი, ძალიან ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ უნდა ვთქვა. საერთოდ არ მაღიზიანებს რუსეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოში. მე მას როგორც მოცემულობას ისე ვუყურებ. ასეთია მათი დღის წესრიგი, რომელიც ჩვენი დღის წესრიგის სრულ წინააღმდეგობაში მოდის. ზოგიერთივით მე არ დავიწყებდი მათ ლანძღვას და გულში მჯიღების ბაგუნით და ბაქიბუქით არ შევეცდებოდი მათ დაკნინებას. ეს არაფრის მომტანია და ისევ ჩვენ გამოვჩნდებით ტრაბახებად. პირიქით, გავითვალისწინებდი მათ სამხედრო ძალასა და ინტელექტუალურ პოტენციალს და ამის მიხედვით ვიპოვიდი მათ სუსტ ადგილებს და იმ წერტილებს სადაც შეიძლება მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მათ.
ზედმეტი ემოციები, წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება მხოლოდ გულის უქმად ფხანის და ნაცრის ქექვის ტოლფასია.
ბევრად უფრო მეზიზღება და მძულს ის ქართველები, რომლებიც ფიანდაზად ეგებიან გათავხედებულ რუსებს. რუსი მომხვდურია და მას უნდა ვებრძოლოთ გონიერად და ემოციების გარეშე. აი შიდა მტერი კი ამოსაშანთავია ძირფესვიანად !”-წერს მამუკა გამყრელიძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“მორჩით ახლა მასხარაობას…სამარცხვინოა”-ვის მიმართავს ნიკა გვარამია

roma sajaia

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა”-უგულავა

roma sajaia

“რეებს ლაპარაკობს დე@@#@ყნული სვავი მისსავე ტელევიზიაში…ბოლო ჟამი აქვს”

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი