საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებები შეაჯამეს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში IMF-ის ტექნიკური მისია მიმდინარეობდა და სწორედ მისიის შედეგებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს ფინანსურად დაეხმარებიან
Loading…