საეკლესიო გადატრიალების ქრონიკები

0
298

პილატემ ხელები უკვე დაიბანა…

ნათელი გახდა კრემლისა და ივანიშვილის საარჩევნო სტრატეგიის გენერალური ხაზი, რომელიც იშვიათი სიბინძურით ხასიათდება.

მაშ ასე:
პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებული ივანიშვილი რუსეთის გავლენის აგენტებისა და ქართული საზოგადოების ყველაზე ბნელი ნაწილის გამოყენებით დაიწყებს “ჯვაროსნულ ომს” რომელიც იქნება პუტინისეული მთავარი იდეოლოგიური ხაზის – “Православные скрепы”-ს ქართული ვარიაცია. ხალხს ვეღარ აძლევენ პურს. ამიტომ უნდა გამოკვებონ იდეოლოგიით. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ქრისტიანული უპირატესობის იდეა. გაღარიბებული ისლამური სამყაროსთვის კი ჯიჰადი. შესაბამისად ჩვენ უკვე გვემუქრება მართლმადიდებელი ჯიჰადისტების თეოკრატიულ სახელმწიფო გადაქცევა.

ზუსტად ამ უბინძურესი პროექტის განსახორციელებლად ატეხეს ეს გაუგონარი სკანდალები საპატრიარქოში, რათა საბოლოოდ მოეპოვებინათ პატრიარქის – ილია მეორის უსიტყვო მორჩილება. ამისთვის გამოიყენეს როგორც კრემლის ღია აგენტები საპატრიარქოში, ასევე დეკანოზი მამალაძე და მეუფე პეტრე, რომლებსაც სურდათ იმ სიბინძურის მხიკება რომელიც ჩაბუდებული იყო ქართულ ეკლესიაში.
შესაბამისად ამ სპეც ოპერაციით “მოკლეს ორი კურდღელი”, მიაღწიეს ორ მნიშვნელოვან მიზანს:
1. უპრეცედნტო დარტყმის ქვეშ დააყენეს პირადად პატრიარქი და მისი ავტორიტეტი, რომელსაც ახლა თავის გადასარჩენად სასიცოცხლოდ სჭირდება ივანიშვილის მთელი სახელისუფლებო რესურსი, თავისი სუს-ით, ტროლების ფაბრიკით, ხელოვნურად კულტივირებული რეაქციონისტული ბნელი წარმონაქმნებით, დაწყებული პროსახელისუფლებო პარტიებით, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირით” და დამთავრებული “ქართველთა მარშით”. შესაბამისად, ახლა პატრიარქი არის უპრეცედნტო შანტაშის მსხვერპლი და ივანიშვილის უსიტყვო მძევალი. ერთი გადაბრუნებული, ივანიშვილთან შეუთანხმებელი სიტყვა და მთელი ეს რესურსი მიწასთან გაასწორებს პატრიარქს. ეს არის ბიძინას მხრიდან საპატრიარქოზე და უშუალოდ პატრიარქზე ტოტალური კონტროლის მოსაპოვებელი უბინძურესი სპეც ოპერაცია, კრემლის სტილში და თავოსნობით.

2. ამავე სპეც ოპერაციის ფარგლებში კრემლის დავალებითა და ივანიშვილის შესრულებით, საპატრიარქოში ფაქტიურად განადგურდა ანტირუსული ფლანგი და დაწინაურდნენ რუსული ეკლესიის გავლენის აგენტები, რამაც გააფორმა ქართული ეკლესიის სრული ეგზარქოსიზაცია.

ივანიშვილმა კატასტროფული დარტყმა მოგვაყენა ქართველ ხალხს და ამ პრობლემებზე კონცენტრაციის ნაცვლად მეასე ხარისხოვან სიბინძურეებზე გვალაპარაკებენ. ფაქტიურად შემდგარია საეკლესიო გადატრიალება.

დავით ნებიერიძე, მოძრაობა იბერია

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ