ანალიტიკასხვადასხვა

სადეზინფექციო საშუალება — აუცილებლობა და ფასები

2020 წლის 29 აპრილიდან დაწყებულია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების საქმიანობის განახლებისთვის რეგისტრაცია. იხილეთ ბმული: (http://orginspect.moh.gov.ge/#/login)

  • რეგისტრაცია სავალდებულოა თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს სურვილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის დაწყება-განახლების.
  • ბიზნეს სექტორი ვალდებულია მოიყვანოს საწარმოები კოვიდ-19 გავრცელების წინააღმდეგ გაწერილ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში.

კერძოდ, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი რეგისტრაციის შემდეგ გადის შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. შემოწმება ეყრდნობა ჯანდაცვის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელიც 01-149 ბრძანებაშია გაწერილი იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4845540?publication=0. მოცემული ბრძანება გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერზე და www.stopcov.ge.
რეკომენდაციები და აქტივობები დაგეგმილია რასაკვირველია იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის ამოქმედების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თუმცა Paqtebi.ge დაინტერესდა თუ რისი შეძენა მოუწევს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და რა თანხებთან ასოცირდება მოცემული რეკომენდაციების შესრულება. ამისთვის, Paqtebi.ge დაუკავშირდა ბაზარზე წარმოდგენილ სხვადასხვა ორგანიზაციას, რომელიც აწარმოებენ სადეზინფექტიო და ვირუსისგან დამცავი საშუალებებს დამზადება-დისტრიბუციას, კერძოდ, როგორიცაა: ნარგოსეპტი, ანტისეპტიკი, მიჯგუფი, შპს გარეჯი, შპს მიტანის სერვისი, რომლებმაც მოგვაწოდეს ფასები და დაგვიდასტურეს, რომ 15 მაისისთვის ორგანიზაციების მხრიდან დიდი მზადებაა და უმეტესად კომბო პაკეტების შეძენაზე გადავიდნენ, რაც მოთხოვნილი საშუალებების ერთად შესწყიდვას გულისხმობს.

საშუალო რისკის შემცველობის ორგანიზაციებისთის უმეტესად სავალდებულოა:
— სადეზინფექციო საშუალება, როგორც ხელების ასევე სივრცისთვის: თანხა მერყეობს 1 ლიტრზე 13-18 ლარის ფარგლებში
— დეზობარიერი, რომლის ფასი 65-75 ლარის ფარგლებშია
— პირბადე: 1.5-1.70 ლარი
— ფარი 3-7ლარი
— 50 ც. ხელთათმანის შეკვრა 35-40 ლარის ფარგლებში
— დისტანციური საზომი თერმომეტრი, თანამშრომლების ყოველდღიური ტემპერატურის შესამოწმებლად და ჟურნალში წარმოებისთვის. 250-300 ლარის ფარგლებში.

გარდა ამისა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოეთხოვებათ შესაბამისი საშუალების გამოყენების ინსტრუქციების, მანიშნებლების, ჟურნალების წარმოება და შემოწმებისას წარდგენა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კანაფის კულტივაციისთვის ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება

მტკვარში ბავშვი დაიხრჩო

roma sajaia

კონტროლი მკაცრდება ბზის მოჭრაზე

დატოვე კომენტარი