განცხადებები

სადაც ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ის ხელისუფლება გამოვა და მე გამაკრიტიკებს-ირაკლი ზარქუა აშშ-ზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა.

«აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან, როგორ ესხმის თავს ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, განსხვავებული აზრის თუ იდეოლოგიის მქონე პირებს. ჯერ ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ გახსოვთ, ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიმართ მუქარის წერილი და მუქარა, ახლა კი პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვია ესროლეს. ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ და სად? ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენთვის იყო მაგალითი დემოკრატიის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ მქონდეს განსხვავებულობის მიმღებლობა, როგორ შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას წამიკითხავს, ვერ მივიღებ,

სამწუხაროა ამას რომ ვამბობ, რადგან ჩვენთვის ყოველთვის იყავით მაგალითის მომცემი და რას დაამსგავსეთ ქვეყანა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან. ამაზე კომენტარი რა არის? შეშფოთება, დასაგმობია. პრეზიდენტობის კანდიდატს, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, გამარჯვებულს, ბატონ ტრამპს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ზუსტად ვიცი, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებს სწორ რელსებზე დააბრუნებს და აქცენტირება იქნება, რომ მსოფლიო გახდეს სამართლიანი, ობიექტური და განვითარების მოდელით წავიდეს და არა – ვის როგორ აწყობს, ისე, შენ ვასალად გთვლიან და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ, მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს წინასაარჩევნო გარემოში დამშვიდებასა და ობიექტურ საარჩევნო გარემოს»- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი პოსტები

«სირცხვილია, ისინი პროფესიონალები არიან»-რუსული მედიაფორუმის ორგანიზატორი ეკა ნასყიდაშვილი(ვიდეო)

«პუტინი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს დასავლეთისაკენ მიმავალი გზა»-ალექსანდრ ვერბშოუ

«პუტინმა კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს»-ანგელა მერკელი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი