დოკუმენტი სულ სამ გვერდს შეადგენს. სიაში ნახსენებია ის ფაქტიც რომ საჭიროა სანქციების დაწესება, თუმცა ვისი მისამართით ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება. 15 ივნისამდე უნდა შემუშავდეს კონცეფცია, სადაც ჩამოწერილი იქნება ყველა იმ ადამიანის სახელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებაშია ეჭვმიტანილი. იმის მიუხედავად რომ რეზოლუციის სულისკვეთებას და მიზნებს ყველა პარტია ერთსულოვნად იზიარებს, განხილვამ მაინც ცხარე კამათით ჩაიარა.