2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 8.96 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 250 მილიონი დოლარით მეტია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ზრდა ძირითადად კურსის ცვლილებამ განაპირობა.
საქართველოს ყველაზე დიდი დავალიანება აქვს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიმართ — $2.37 მლრდ, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებში უმსხვილესი დონორია. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი — $2.17 მლრდ, ხოლო მესამეზე ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) — $1.16 მლრდ.
სხვა მსხვილი სესხდამწესებლები არიან:
-
საფრანგეთი – $823.9 მლნ
-
გერმანია – $585.8 მლნ
-
ევრობონდი – $500 მლნ
-
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – მთავრობის ვალი $166.2 მლნ, ეროვნული ბანკის ვალი $362.2 მლნ
-
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – $226.9 მლნ
-
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – $220.5 მლნ
-
ევროკავშირი (EU) – $150.6 მლნ
-
იაპონია – $127.5 მლნ
დანარჩენ სესხდამწესებლებს შორის არიან: აშშ ($5.9 მლნ), რუსეთი ($4 მლნ), თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი და სხვები.