სიახლენი

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„რეგიონებში მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, მოქალაქეები ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს წვავენ. ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ხდება ცეცხლის გავრცელება მასშტაბურ ტერიტორიებზე და მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას. ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, დაგვიანებით ხდება სახანძრო ბრიგადების გამოძახება, რის გამოც საფრთხე ექმნება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და მეტი სიფრთხილე, რათა არ დააზიანოთ ბუნება და არ შეუქმნათ საფრთხე ახლომდებარე ტერიტორიაზე მოქალაქების ქონებას”.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დღეს პარლმენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის საკითხს წარადგენენ.

დაზღვევაში მიღებული შეღავათის ანაზღაურება მომხმარებელს გაზრდილი წამლების ფასების შაშუალებით აიძულებენ

Joni Kvaracxelia

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამდებობას მინისტრის მოადგილესთან დაპირისპირების გამო ტოვებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი