საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ისრაელის სამხრეთით მყოფ ქართველებს მოუწოდებს, ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ინსტრუქციებს მიჰყვნენ.
“ვითარება კვლავ დაძაბული ამ ეტაპისთვის რჩება მხოლოდ ღაზას სექტორში და მის ტერიტორიაზე. ხოლო რაც შეეხება ისრაელის სხვა ოლქებს თუ ტერიტორიებს გრძელდება ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი. ფუნქციონირებს ყველა საერთაშორისო აეროპორტი. ამ ეტაპისთვის მოგვმართა მხოლოდ ოთხმა ქართველმა მოქალაქემ. მათ აინტერესებდათ რეკომენდაციები თუ როგორ უნდა ემოქმედათ შექმნილ ვითარებაში. დაინტერესებული იყვნენ იმ საკითხებით როგორიც არის ხომ არ არის შეფერხება სატრანსპორტო გადაადგილების თვალსაზრისით,”-განაცხადა “კურიერთან” სატელეფონო საუბარში, ისრაელში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.
Loading…
