საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი შეფი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომან გოცირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ პენსიის რაოდენობას აქვეყნებს და მათ საქართველოში არსებულს ადარებს.
«გაზრდილი ფასების და ლარის გაუფასურების გამო, ისედაც მწირმა პენსიამ დაკარგა თავისი მსყიდველობითუნარიანობა და დღეს იმაზე ნაკლებია (70$), ვიდრე იყო 5 წლის წინ(90$).
სომხეთში, რომელიც ჩვენზე ღარიბი ქვეყანაა, პენსია არის 230 ლარის ეკვივალენტი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი მთავრობა გვპირდება 2020 წელს( 220 ლარი).
როგორ შეძლო ეს სომხეთმა? როგორც ჩანს ნაკლებს იპარავენ ბიუჯეტიდან, ნაკლები ბიუროკრატები ჰყავთ, ნაკლებს ხარჯავენ ფუჭ პროგრამებზე და მეტს ზრუნავენ პენსიონერებზე.» — წერს ენმ-ს ლიდერი რომან გოცირიძე.