არსებული ინფორმაციით ამ წელს საქართველოში წითელას ვირუსის 1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
პაატა იმნაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
„გთხოვთ სუყველას, ახალგაზრდებს განსაკუთრებით, ქალბატონებს, რომლების აპირებენ დაორსულებას, ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ ნაყოფს. ეს აცრები მუდმივად მიმდინარეობს ყველა პოლიკლინიკაში და არის აფსოლიტურად უფასო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის,“-განაცხადა პაატა იმნაძემ.