ვაკის პარკთან 2 აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილნი არიან სამოქალაქო მოძრაობის “რუსეთი ოკუპანტიას” და ე.წ. “უკვდავი პოლკის” წევრები.
„უკვდავი პოლკის“ წევრები ღიად არიან პრორუსული ძალების წარმომადგენლები და აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკით იმყოფებიან.
«იმედინიუსის» ინფორმაციით, ვაკის პარკთან საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც პოლიციამ განმარტა, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება არ შეიძლება, რის გამოც ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე წაიყვანეს განყოფილებაში.
Loading…