მსოფლიოში

საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

ერთნაირსქესიანთა წყვილებს ასევე პარლამენტმა ხუთშაბათს,  176-76 წინააღმდეგ ხმით უფლება მისცა ლეგალურად შეძლონ  ბავშვების აყვანა.

პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ახალი კანონი «გაბედულად გადაჭრის სერიოზულ უთანასწორობას».

 

თუმცა მას ძლიერმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ათენში საპროტესტო აქციებით უპასუხა.

დედაქალაქის სინტაგმის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბანერები ჩამოიკიდეს და ჯვრებით ხელში  ლოცვები და ბიბლიიდან ნაწყვეტების სიმღერა დაიწყეს.

 

მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება „ძირს უთხრის სამშობლოს სოციალურ ერთიანობას“.

კანონპროექტს უბრალო უმრავლესობით სჭირდებოდა 300 ხმა კანონად დასამტკიცებლად.

”ადამიანები, რომლებიც აქამდე მალულები იყვნენ, საბოლოოდ გახდებიან ჩვენს ირგვლივ ხილული და მათთან ერთად ბევრი ბავშვი იპოვის თავის ღირსეულ ადგილს”, — განუცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს კენჭისყრამდე დებატებისას.

„რეფორმა გააუმჯობესებს ჩვენი ზოგიერთი თანამოქალაქის ცხოვრებას და ის მომავალში არ წაართმევს ბევრს სიცოცხლეს“ — კენჭისყრას მიესალმა საბერძნეთის ლგბტქ ორგანიზაციები.

„ეს არის ისტორიული მომენტი, ეს არის სიხარულის დღე“, განუცხადა როიტერს სტელა ბელიამ, ერთნაირსქესიანთა ჯგუფის, Rainbow Families-ის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 წევრიდან თხუთმეტმა უკვე დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება. ის ნებადართულია 35 ქვეყანაში.

აქამდე საბერძნეთი ჩამორჩებოდა ზოგიერთ ევროპელ მეზობელს, ძირითადად ეკლესიის წინააღმდეგობის გამო.

ეს არის პირველი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ქორწინების თანასწორობა დაკანონდა.

მსგავსი პოსტები

ფეისბუქზე კორონავირუსის ვაქცინებზე დეზინფორმაციის შემცველი ჩანაწერები წაიშლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსული წყალქვეშა ნავები ჩვენს სანაპიროებთან ტრიალებენ

ტუნისში დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს

დატოვე კომენტარი