სხვადასხვა

საახალწლო ღონისძიების სცენაზე ეკრანი წაიქცა და პიანისტმა ფეხი მოიტეხა-შემთხვევა ოზურგეთში

«გურია ნიუსის» ინფორმაციით ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიების მზადებისას, სცენაზე დამონტაჟებული ეკრანი წაიქცა. დაშავებულია პიანისტი, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობდა, პიანისტი ირინა სოლტიში კლინიკაში გადაიყვანეს.

«პაციენტს დაზიანებული აქვს ქვედა კიდური. აღენიშნება წვივის ამოვარდნა და გოჯის მოტეხილობა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, დადებული აქვს თაბაშირი» განაცხადეს ოზურგეთის კლინიკა ”მედალფაში”.

მსგავსი პოსტები

LIVE:დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში (ვიდეო)

60 წლის ქალი გარდაიცვალა, რომლის წამებაშიც ოჯახის წევრები ხონის ფსიქიატრიულ კლინიკას ადანაშაულებს

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

დატოვე კომენტარი