”საახალწლო სიურპრიზი” — ესტონეთმა რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა

0
7039

ესტონეთმა რუსეთს მოსთხოვა დაუბრუნოს საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპაციის შედეგად დაკარგული ტერიტორიები.

ამის შესახებ განაცხადა ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა, ჰენ პილუაუსმა თავის საახალწლო მიმართვაში.

პოლიტიკოსმა გაიხსენა ის, რომ 2 თებერვალს ზუსტად 100 წელი შეუსრულდება ესტონეთსა და სსრკ-ს შორის დადებული ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულებას.

”ტარტუს შეთანხმების ხელმოწერის შედეგად იქნა დადგენილი ესტონეთ-რუსეთის საზღვარი,” — განაცხადა პილუაუსმა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ყველა ქვეყანამ ესტონეთი აღიარა 1918 წლის სახელმწიფოს მემკვიდრედ «ყველა თავის მანიფესტაციაში, მათ შორის სახელმწიფო საზღვარზე».

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ