საარჩევნო სიაში იქნება კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი-დუმბაძე

0
43

„მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები – კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში, ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან, სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში, არავინ.

პროპორციული არჩევნები ჩავატაროთ მაჟორიტარების გარეშე, მაგრამ ჩავატაროთ რეგიონული პროპორციული არჩევნები, რომელსაც რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა. ისე, რომ რეგიონებიც იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ნუ მივიღებთ მარტო დედაქალაქის სიებს»-ამის შესახებ  პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ