განცხადებები

«სააკაშვილს თუ რამის ერთი ადგილი აქვს ჩამოვიდეს…»-ზურა ხაჩიძე

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილე ზურა ხაჩიძე «რეიტინგთან» საქართველოში არსებულ პრობლემებზე და პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს, ამასთან ერთად ზურა ხაჩიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის ფიგურასაც შეეხო და  მას სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა.

«— მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს როგორ შეაფასებთ, ის ფაქტიურად იმუქრება უკრაინიდან…
სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მან უნდა აგოს პასუხი, ასევე მისმა რეჟიმმა. თუ რამის ერთი ადგილი აქვს, ჩამოვიდეს და შეუერთდეს მომიტინგეებს. თუ დანაშაული არ მაქვს ჩადენილი, ჩამოვიდოდი და ჩავჯდებოდი ციხეში, ბოლოსდაბოლოს გამამართლებენ, თუ უდანაშაულო ვარ. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, ის ახალგაზრდებს ელაპარაკება სისულელეებს, რათა გაამწვავონ მდგომარეობა. ქვეყნისთვის მთავარია სტაბილურობა. ქვეყნის პრობლემაა ოკუპაცია, მაგრამ ეს დიპლომატებმა უნდა გადაწყვიტონ. პროტესტსაც თავის ფორმა აქვს, ქართველი კაცი შარვალს იმ დროს არ იხდის, როცა რაიმეს აპროტესტებს. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, დაპყრობილი აქვს ჩვენი საზღვრები, მაგრამ მხარეების ურთიერთშეთანხმებას სჭირდება მაგიდასთან დიალოგი. მადლობა ჩვენს დიპლომატებს, მათი დამსახურებითაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ერთი გასროლა არ ყოფილა.»-განაცხადა «რეიტინგთან» ზურა ხაჩიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მთავრობა «ჩალიჩობს» რომ საკუთარი სამხედროები ჩააყუდონ ციხეში»-მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა

roma sajaia

«აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისაო»-მამუკა ბახტაძე საგალობლების სკოლებში სწავლებაზე

დატოვე კომენტარი