განცხადებები

სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ზუგდიდში ორჯერ დააყენა სანდრა, ახლა დედა-მიხეილ ყაველაშვილი

«ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს იკადრებს, თუ რამე სიბინძურე არსებობს, ალბათ არის კიდევ შესაძლებლობები მათ თავებში, რომ მოიგონონ და რადაც არ უნდა დაუჯდეთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

სააკაშვილი ვითომ პროდასავლურ ლიდერად ითვლებოდა, რომ გადავავლოთ თვალი მის მოღვაწეობას, მის ნარჩენებს გვარამიას სახით და დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გაშლილ მათ ანასხლეტებს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ზუგდიდში ორჯერ დააყენა სანდრა, ახლა დედა.

ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც თითქოს წარმოაჩენდა რომ ის იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი, ეს ყველაფერი იყო ტელევიზიით და პიარით ნაჩვენები, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, წარმოიდგინეთ გორში მისი გაქცევა, სად უნდა იზრდებოდეს, რომელ სოციუმში საქართველოში ადამიანი, რომ უმაღლესი მმართველი, რომელსაც სტუმარი თან ახლავს, თვითმფრინავის ხმაზე გარბის შეშინებული, დაცვა მისდევს და მას კიდევ შეიძლება ქონდეს გამოჩენის და მმართველ ძალაში დაბრუნების პრეტენზია“ – განაცხადა “ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ერთ რჩევას მოგცემთ ბ-ნო ბიძინა…»-ელისო კილაძე

თაკო ჩარკვიანი «ევროპულ საქართველოს» თაღლითობაში ადანაშაულებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

roma sajaia

დატოვე კომენტარი