“მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს აუცილებლად. არამარტო უნდა ჩამოვიდეს, არამედ უნდა მართოს ეს ქვეყანაც იმიტომ, რომ ამ კაცმა შექმნა ეს ქვეყანა და დღეს მართლაც, სირცხვილია, როცა მესამე პრეზიდენტი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფება და ქართული პასპორტი არ გააჩნია. მე პირადად ვამაყობ, რომ მისი გუნდის წევრი ვარ. ზუსტად მისი გუნდის წევრობის დროს შეიქმნა ეს სასწაულები, როგორიც ბათუმის სასწაულია და სხვა. ამიტომ, მისი ჩამოსვლაც, გაპრემიერებაც და მმართველობაც შესაძლებელია. ამას უბრალოდ ბრძოლა სჭირდება.”
ამის შესახებ განცხადება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიმა ლევან ვარშალომიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში გააკეთა.
Loading…
