განცხადებები

სააკაშვილი ძალიან მძიმედაა- ვალერი გელბახიანი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას, შესაძლოა, ტუბერკულოზი დაუდგინდეს. როგორც გელბახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისი ანალიზები სააკაშვილს გუშინ ჩაუტარდა, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუღეს ანალიზები. აინტერესებთ ტუბერკულოზი აქვს თუ არა. ჯერჯერობით კვლევის შედეგი ცნობილი არ არის. სიცხეები აქვს, დაბლა არ უწევს ტემპერატურა, უძრავადაა. ალბათ, ერთი დაავადება კიდევ დაემატა ამ ტუბერკულოზის სახით. 6 თვის წინ როდესაც გადმოიყვანეს, მსგავსი არაფერი სჭირდა. როდესაც ვაყენებდით საკითხს, რომ დიაგნოსტიკა არასწორია და არასწორი მკურნალობა მიდის, იქით გვეჩხუბებოდნენ. ბრალს გვდებდნენ, რომ არასწორ განცხადებებს ვაკეთებდით. ახლა აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, აღმოაჩნდა დაავადება, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. ეს დაავადება მას მკურნალობის პერიოდში შეხვდა. ხომ უნდა აგვიხსნან, ნაცვლად იმისა, რომ მკურნალობის პერიოდში გამოჯანმრთელებულიყო, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი „აიკიდა“. მძიმედაა, ცუდადაა. თავად ვერ გადაადგილდება. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ როცა სახელმწიფოს აღარ შეუძლია, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მიიღოს ზომები, რატომ არ იღებენ?“- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი იქნება-ირაკლი კობახიძე

roma sajaia

«საკმარისია ამერიკელებმა უბრალოდ ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე, ხვალ რუსეთი გადაგვყლაპავს»-დავით ბაქრაძე

«ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოსათვის იგივე მომავალს და ვიცით, რომ გვყავს საუკეთესო მეგობრები გერმანიის“

დატოვე კომენტარი