განცხადება/მიმართვა

“სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, არის ძალიან ტოქსიკური ფენომენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”-თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა:

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, არის ძალიან ტოქსიკური ფენომენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ერთადერთი, ვისთვისაც ის ტოქსიკური არ იყო, ეს იყო მისივე პარტია და როგორც ვხედავ, ის უკვე მათთვისაც გახდა პრობლემა და ტოქსიკური მოვლენა. მოცემული ტოქსიკური ფენომენი აცხადებს, თითქოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველი ჯარისკაცები დასაჯოს რომელიმე საერთაშორისო სასამართლოში. მე მინდა ვუთხრა მას, რომ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის მისი, როგორც ყოფილი მთავარსარდლის სასირცხვილო განცხადება. მოქმედმა ქართველმა ჯარისკაცებმა, ყოფილმა ჯარისკაცებმა კარგად იციან, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, „ქართული ოცნები“ს მთავრობა სწორედ ის ხელისუფლებაა, რომელიც ყველაზე ერთგულია ქართველი ჯარისკაცების. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმისთვის, რომ ჩვენთვის სამართლებრივ დონეზე, სასამართლო დოკუმენტების დონეზე დადგეს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის ერთი და ეს მტკიცდება ფაქტებით, რომ ქართველებმა განიცადეს აგვისტოს ომის დროს ეთნიკური წმენდა. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ ტყვეებად აყვანილნი და ნაწამები და ამის არაერთი, მათ შორის დოკუმენტური მტკიცება არსებობს”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ოპოზიციაში ყველა არ არის სააკაშვილის და ბოკერიასნაირები-ირაკლი კობახიძე

კობახიძე და თალაკვაძე იმსახურებენ, რომ ვახო მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან ცალკე მოლაპარაკებები ჰქონდეთ – გიგა ბოკერია

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს“-არჩილ თალაკვაძე

დატოვე კომენტარი