განცხადებები

სააკაშვილი საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას — ნევროლოგი ოთარ თოიძე

ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანემიის ან ფსიქიკური მგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სპეციალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

„მისი ნევროლოგიური სტატუსი წამყვანია მის დაავადებაში. სტაბილურად რაც რჩება, ეს არის სიარულის, კოორდინაციის პრობლემა, ხასიათის მერყეობები, თუმცა, ეს არ სცილდება ნორმატიულ ფარგლებს. ეს არის ძირითადად მისი ნევროლოგიური სტატუსი. ის ახლა ძირითადად საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ ამას ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა. მისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ეჭვი მეპარება, საქართველოში მოვიძიოთ. საუბარი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე“, — განაცხადა თოიძემ.

მან განმარტა, რომ დღეს ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილთან არ განხილულა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მსჯელობა იყო.

„მისი პოზიცია არის ასეთი, რომ ის აქ გარკვეული მიზნით ჩამოვიდა“,- განაცხადა თოიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«თქვენ მიიღებთ კომბლების რევოლუციას…ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით»-ლევან ვასაძე

Joni Kvaracxelia

“მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს»-ივანიშვილი

«არ მომწონს ადამიანის დაჭერა, დაკავება»-გია ვოლსკი უგულავას დაპატიმრებაზე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი