სოცქსელი

«სააკაშვილი, ბოკერია, ბიძინე ერთმანეთს რელიგიურობაში ეჯიბრებიან»-ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია «მთავარ აქცენტებში» მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ექს-პრეზიდეტნმა განაცხადა, რომ მან 600 ეკლესია ააშენა.

«სააკაშვილი, ბოკერია, ბიძინე ერთმანეთს ეჯიბრებიან რელიგიურობაში 😄😄😄 რომ არსებობდეს სადმე ცათა შინა ის ღმერთი, მიწაზე გადმოვარდებოდა სიცილით 😄😄😄

სინამდვილეში კი, გითხრათ, რა არის? აქ — «მე ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი». აქ ხალხმაც იცის, რომ პოლიტიკური კასტა ყალბია რელიგიურ თემებზედ, პოლიტიკოსებმაც იციან, რომ ხალხსაც სინამდვილეში ჰკიდია რელიგია — განსაკუთრებით, როცა საქმე კუჭს შეეხება. ეს რაღაც შეთანხმებული ქცევის მოდელია, კომუნიკაციის დაწყებისა და გაგრძელებისათვის საჭირო. საერთოდაც, ეკლესია, ასე ვთქვათ, პრე-, წინარე- ინსტიტუციაა ძალაუფლებამდე მისასვლელად აუცილებელი, ერთგვარი კონფორმიზმის ტესტია როგორც მაღალი რანგისათვის, ისე რიგითების ლოიალობის გამოსაცდელად.

ასე რომ, აქ საქმე აბრაამიტული რელიგიის ჭეშმარიტებებისკენ სწრაფვაში თუ თუნდაც მათ ბრმად გაზიარებაში ამ ჭეშმარიტების წყურვილით, არაა. ქართული რელიგიურობა სიყალბის ხელშეკრულებაა ძალაუფლებასთან, კეთილდღეობასთან საზიარებლად…»

Loading…

მსგავსი პოსტები

«მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა…»-ნიკა გვარამია

«ვინ ესროლა მაკოს? დააკავეთ?  არა? ხოდა წადით. აბა სახლში როგორ ცხოვრობთ?»

«გაფართოებულ მაგიდასთან ბიძინას დაფინანსებული პარტიები სხედან» ანუ გიორგი ახვლედიანმა დატოვა ბურჯანაძის პარტია

დატოვე კომენტარი