განცხადებები

«სააკაშვილი არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი»-აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სააკაშვილზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს მესამე  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც  სააკაშვილმა მიუნხენში შეხვედრაზე განაცხადა, რომ   ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენმ-ის ყოფილმა წევრმა ანზორ ბოლქვაძემ ხულოში სამხატვრო გალერეა ცოლის დასასაქმებლად შექმნა.

«ვერ ვმალავ განაწყენებას, რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავცემთ ადეკვატურ პასუხს მათ 19 რიცხვში და ზოგადად. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე, როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ» — განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში — იენს სტოლტენბერგი

«ვინანიებ რომ მეც მიმიძღვის წვლილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში»-სერგო ჯანაშია

«არ მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში»-აკაკი ზოიძე

დატოვე კომენტარი