“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გიორგი გახარიას პარტიის პოზიციას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში უნდა გადაეყვანათ.
“მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! გახარიას პარტია ასე თუ აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეყავს შეცდომაში.
მიშას ვულოცავ დაბადების დღეს. თავისუფლებას და წარმატებას ვუსურვებ!”-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
