სააკაშვილის მეგობრობა არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას-შალვა პაპუაშვილი

0
59

არსებობს ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, პარტიული ამხანაგი და ამას აღიქვამენ საქართველოს მეგობრობად. მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა არათუ ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, არამედ დიდი ალბათობით, სწორედაც, რომ არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა.

რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ „დღეს, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს არის მიუღებელი ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის“. ამასთან, „აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სააკაშვილის სახელზე სიმბოლურად ცარიელი სკამი იმის იმედად დატოვეს, რომ ის მალე დაუბრუნდება პარტიას. იუკნევიჩიენეს თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავენ განსაკუთრებულ ნაბიჯებს და აქტიურობას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“.

როგორც იუკნევიჩიენეს საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გარკვეულ ტრენდად იქცა, რომ ყველა თავის თავს წარმოაჩენს საქართველოს მეგობრად ისე, რომ არ ეკითხება საქართველოს და ქართველ ხალხს.

„ჩვენ რასაც ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო მომენტებია. ვხედავთ, რომ არსებობს ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, პარტიული ამხანაგი თუ ა.შ. და ამას აღიქვამენ საქართველოს მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა არათუ ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, არამედ დიდი ალბათობით, სწორედაც, რომ არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას. როდესაც მეგობრობას უცხადებ ადამიანს, რომელმაც დეპუტატის ცემა დააორგანიზა, ადამიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა, ამ ადამიანს, როდესაც უცხადებ სოლიდარობას აქ, რა თქმა უნდა, ავტომატურად გამორიცხავ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ. გარკვეულ ტრენდად იქცა, რომ ყველა თავის თავს წარმოაჩენს საქართველოს მეგობრად ისე, რომ არ ეკითხება საქართველოს და ქართველ ხალხს იმიტომ, რომ არ მგონია, ქართველი ხალხი თვლიდეს, რომ მისი მეგობარია ის ადამიანი, რომელიც ადამიანის ცემა დააორგანიზა, ის, ვინც ადამიანის მკვლელების დაუსჯელობას უწყობდა ხელს და რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა.

რაც შეეხება იმას, ვინ უჭერს და არ უჭერს მხარს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, სამწუხაროდ, ევროკავშირში არიან სკეპტიკოსი ქვეყნები, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან ამ სამი ქვეყნის კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ