პროტესტი

სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ბრალდებული განთავსებულიყო ადვოკატების გვერდით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე პროცესზე, რომელზეც ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, სააკაშვილი დარბაზში მათ გვერდით მჯდარიყო. მოსამართლემ თქვა, რომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება სასამართლოს კომპეტენცია არ იყო და მასზე პასუხი პენიტენციურ სამსახურს უნდა გაეცა, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. მოსამართლის უარის შემდეგ დარბაზში გაისმა სააკაშვილის რეპლიკა: «დაანებეთ თავი, ჩვეულებრივი მონები არიან», რაზეც მოსამართლემ მას სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

საპროტესტო გამოსვლებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთში

საპროტესტო აქცია ლენჯერში

პრემიერის პასუხი ჟურნალისტთა მოთხოვნეზე

დატოვე კომენტარი