განცხადება/მიმართვა

სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა, ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის-მარკეტა პეკაროვა

ყველა ჩვენს ქვეყანას აქვს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემები. გამონაკლისი არც საქართველოა, – ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა ადამოვამ მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ნდობის აღდგენის მხრივ.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და მიიღოს გარკვეული ზომები ნდობის აღდგენის მხრივ. ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა – ეს ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის“, – განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“არანაირი საქართველოს მოქალაქეები. ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა”-აკაკი ზოიძე “სირცხვილიას” აქციის მონაწილეებზე(ვიდეო)

“ივანიშვილის ვაჟი – ბერა დავლოცეთ…ბიძინა დამწვარია საქართველოსთვის და მთელმა ქვეყანამ უნდა დავუფასოთ!”-ჯემალ ჭკუასელი

“გუშინ დავკრძალეთ, 27 წლის გოგონა, 7 თვის ორსული იყო…”-მამა შალვა

დატოვე კომენტარი