განცხადებები

«რჯულის კანონი დარღვეულია…ამიტომ ილია II უნდა გადადგეს»-მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) “2020NEWS“-თან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მოუწოდებს თანამდებობიდან გადადგეს. როგორც მეუფე სააგენტოსთან აცხადებს, პატრიარქის მოსაყდრე შიოს კანონის შესაბამისად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეს.

“რჯულის კანონი დარღვეულია, პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო სინოდის სხდომებს უნდა ატარებდეს და მომავალი პატრიარქის არჩევას უნდა ხელმძღვანელობდეს. პარტრიარქმა შიო მოსაყდრედ დაასახელა, ამიტომ ილია II უნდა გადადგეს და მოსაყდრე შიოს უფლება უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

ვთვლი, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა შეურაცხყოფა მიაყენა სინოდის წევრებს მაშინ, როცა სინოდის სხდომიდან ერთი თვის შემდეგ, შიოს მოსაყდრედ დასახელების შესახებ თავისი ბრძანება გაახმოვანა.

დღეს კათოლიკს-პატრიარქი თავისი ბინძური გარემოცვის მეშვეობით, ეკლესიას უკანონოდ, უსამართლოდ და ერთპიროვნულად მართავს, რაც კანონდარღვევაა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გამოსასწორებელია“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საპატრიარქომ მეუფე პეტრეს მღვდელმოქმედება მას შემდეგ აუკრძალა და ეპარქიაც მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მეუფემ კათოლიკოს-პატრიარქს “პიდარასტიით და მამათმავლობით შეპყრობილი“ უწოდა.

წყარო:2020news

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეს ის უგულავაა უმანკო სამი ბიჭი, რომ დახვრიტეს მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში»-ია მეტრეველი

«სესხების ამოღებაზე, აღსრულებაზე ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უარი უნდა თქვან კორონას საშიშროების გადაგორებამდე…»-ლაშა ბაქრაძე

«როდესაც დედა დავმარხეთ ერთხელ გაწვიმდა, გავიპარე და მინდოდა დედის საფლავზე წყალი არ ჩასვლოდა»-ლადო აფხაზავას ტრაგიკული ისტორია (ვიდეო)

დატოვე კომენტარი