დარტყმა ხარკოვზე: ბავშვთა რკინიგზის ინსტრუქტორი საავადმყოფოში გარდაიცვალა
კვირა ღამით, ხარკოვზე ავიაბომბების თავდასხმის შედეგად მიღებული მძიმე ჭრილობების გამო, საავადმყოფოში გარდაიცვალა ბავშვთა რკინიგზის ინსტრუქტორი ვლადიმირ კოვტუნი – აცხადებს უკრაინის რკინიგზის (“უკრზალიზნიცია”) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ პერცოვსკი.
ვლადიმირ კოვტუნი წარსულში “უკრზალიზნიციაში” მუშაობდა და 2022 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგაც რჩებოდა აქტიურ წევრად რკინიგზელთა საზოგადოებაში. ის აგრძელებდა საქმიანობას ბავშვთა რკინიგზის ინსტრუქტორად და ტრაგიკულ ღამეს სწორედ იქვე იმყოფებოდა.
მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ეს არის დანაკარგი, რომელსაც ვერასდროს შეეგუები… ვლადიმირ კოვტუნი უკვე აღარ მუშაობდა რკინიგზაში — 2022 წელს პენსიაზე გავიდა, თუმცა მანამდე წლები ბავშვთა რკინიგზაში ინსტრუქტორად მუშაობდა. იმ საბედისწერო საღამოსაც იქვე იმყოფებოდა. ექიმები მის სიცოცხლეს ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს — ვლადიმირი წავიდა…“ – აცხადებენ ახლობლები.
წინასწარი ინფორმაცია:
-
შაბათს, დაახლოებით 17:35 საათზე, რუსეთმა ხარკოვის შევჩენკოსა და კიევის რაიონებზე ოთხი მართვადი ავიაბომბით მიიტანა იერიში.
-
დაიღუპა “უკრზალიზნიციის” 30 წლის თანამშრომელი. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 40-ზე მეტი დაშავებულის შესახებ განაცხადა, თუმცა ადგილობრივი მმართველი ოლეგ სინეგუბოვი ბოლოს 19 დაშავებულს ადასტურებდა.
-
7 ივნისს, გვიან ღამით, ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
