განცხადებები

«რუსული, უფრო ზუსტად პუტინური გეგმა , ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ…»-თაკო ჩარკვიანი განცხადებას ავრცელებს

პარტია კანონი და სამართლის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი განცხადებას ავრცელებს:

«რუსული , უფრო ზუსტად პუტინური გეგმა , ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ:
1 -უნდა მოხდეს , დაბალრეიტინგული , რუსული ვექტორის პარტიების რეაბილიტაცია, 2- ეს მოხდება, მხოლოდ დასავლური ვექტორის ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებით. 3- ეს — ამ ტიპის “გაერთიანება”, ტალახი და სახელის გატეხვა და უნდობლობაა ხალხის თვალში დასავლეთის ვექტორის პარტიებისთვის, ხოლო რუსული ვექტორის პარტიებისთვის ( თითქოს მინიმალურად მაგრამ) რეიტინგის მომატება და რეაბილიტაცია. 4 — მათი -ანუ პუტინური პარტიების რეაბილიტაცია კი ნიშნავს, ამ ტიპის პარტიებისთვის და მათ მიერ შექმნილი, ორგანიზაციებისთვის აი, მაგ. როგორიც არის ე.წ «პრიმაკოვის ფონდი» , ახლად გახსნილი , ვითომ «კულტურული ფონდისთვის» , ან კიდევ “ტროლების ქარხნებისთვის” ფულის ჩამოდინებას. 5- ეს -ოკუპანტი ქვეყნიდან შემოტყორცნილი ფული კი მოემსახურება კვლავ “ რბილი ძალით “ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩატარებულ არჩევნებს.6 -ეს კი ნიშნავს, რომ უკან ისევ ჩვენს წინააღმდეგ — ჩვენი სახელმწიფოს და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ დატრიალდეს მოვლენები და ისევ , როგორც ვტრიალებთ 30 წელია ერთ წრეზე ვიტრიალოთ! 7- .სწორედ ეს ე.წ.” რბილი ძალაა”, რომელიც იყენებს და იყენებდა ყველა ხელისუფლების დროს , ხელისუფლების და საერთოდ ჩვენს შეცდომებს- კვლავ გამოიყენებს! 8- ამ ბინძური ფულით იკვებებიან წლებია , რუსული ვექტორის პარტიები და მათი ლიდერები( და არა მხოლოდ)! აი ეს არის მზაკვრული გეგმა , რომელსაც ოკუპანტი აპირებს კვლავ განახორციელოს საქართველოს — ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ! ამიტომ არის საჭირო, რომ გამოკვეთილად წყალგამყოფი იყოს “ პუტინური ვექტორი”( ეს გააკეთა ბევრმა სახელმწიფომ) ეს გააკეთეს ბალტიის ქვეყნებმა , მიხვდნენ , რომ ეს ე.წ. “ რუსული- რბილი ძალა” ანგრევდა მათ და ფონს გავიდნენ- მოახერხეს! ეს არის ერთადერთი გონივრული გზა! სხვა დანარჩენი რბილად, რომ ვთქვა -შეცდომაა! გაემიჯნეთ “ პუტინურ ვექტორს”, რომ მისი გეგმის შესრულებაში მონაწილეობა ,უნებლიედ არ მიიღოთ!»-აცხადებს ჩარკვიანი

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ გაუქმდა 15 მაისის აქცია?-ზაალ უდუმაშვილის განმარტება

roma sajaia

მეუფე ნიკოლოზის კომენტარი მეუფე პეტრეს განცხადებაზე

Joni Kvaracxelia

სააკაშვილის განცხადება სწორია-უგულავა

roma sajaia

დატოვე კომენტარი