სამხედრო სატელიტი «კოსმოსი -2491», რომელიც 2013 წელს გავიდა ორბიტაზე და რომელსაც მედიში «მკვლელი თანამგზავრი» უწოდეს, კოსმოსში დაიშალა. ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა კოსმოსის საკითხებში, ჯონათან მაკდაუელმა Twitter- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა თანამგზავრის 10 სატელიტური ნამსხვრევი დააფიქსირეს, რომლებსაც აშშ-ს სამხედრო კატალოგში მოენიჭათ შრმდეგი ნომრები 44912-44913 და 44987-44994. ექსპერტი თვლის, რომ სატელიტმა მისია დაასრულა 2014 წელს, მაგრამ გასული წლის ბოლოს მან შეცვალა თავისი ორბიტა და შესაძლოა ის შეეჯახა კოსმოსურ ნამსხვრევებს ან აფეთქდა მისი საწვავის ელემენტი.
«მკვლელი თანამგზავრი» სამ სხვა სამხედრო თანამგზავრთან ერთად იქნა გაშვებული. მაშინ დასავლეთში წერდნენ, რომ რუსეთის ფედერაციამ მანევრირებადი «მკვლელი თანამგზავრი» გაუშვა კოსმოსში. თუმცა როსკოსმოსმა ეს ინფორმაცია უარყო.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 23 ნოემბერს რუსული სატელიტი «Cosmos-2422», რომელიც სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის ნაწილი იყო, ჩამოვარდა ორბიტიდან და ატმოსფეროში დაიწვა.