სხვადასხვა

რუსუდან კერვალიშვილი გაათავისუფლეს პატიმრობიდან

ცენტრ პოინტის საქმეზე მსრჯავდებულმა რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მან ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

ცენტრ პოინტის საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს 2017 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა მაშინ მაია რჩეულიშვილს.რა თქმა უნდა განცდა ძალიან დიდი მაქვს. ერთი სინანული მაქვს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია, მაია აქ არის და მე 4 წელია, რომ ჯერ კიდევ არ მოხერხდა, პრობლემა დასრულდეს. მაგრამ ახლა, როგორც იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, იწყება ერთ თვეში, მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა, სანამ ვართ მე და მაია ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდნენ თავიანთ ბინაში. მარტო ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები», — განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

Facebook შეფერხებით მუშაობს

გრან პრის ფინალზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

ლადო აფხაზავას მორიგი გამარჯვება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი