ომი უკრაინაში

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. „22 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე ოკუპანტებმა ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. დაზიანებები მიიღო კერძო მრეწველობის ტერიტორიამ. დაახლოებით 13:00 საათზე რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს ქალაქი კუპიანსკი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 57 წლის ქალბატონი. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ხდებოდა,” — წერია განცხადებაში. მოგვიანებით ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 15:00 საათზე რუსმა სამხედროებმა კუპიანსკის რაიონის ქალაქი დვურეჩნაია დაბომბეს, რის შედეგადაც 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ჭრილობები მიიღო 60 წლის კაცმა, იგი ჰოსპიტალიზებულია.

გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე

მსგავსი პოსტები

ბალტიისპირეთის ქვეყნები აპირებენ აუკრძალონ რუსულ გემებს შემოსვლა მათ პორტებში

NATO-მ უნდა გაანადგუროს რუსეთის თერმობარული იარაღი – კინზინგერი

14 რუსული ხომალდი, მათ შორის სადესანტო ხომალდები, მიემართება ოდესისკენ

დატოვე კომენტარი