საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
«ვკითხულობ კომენტარებს სხვადასხვა საიტებზე და ვხედავ, რამდენად ღრმად არის გამჯდარი მეტასტაზები ქართულ ეროვნულ მენტალობაში… რუსი ტურისტიდან აღებული ორი გროშის გულისთვის როგორ ყიდის ჯოგი სამშობლოს, აგინებს ახალგაზრდებს, ყველა განსხვავებულად მოაზროვნეს, თითქოს ჩვენ ავუკრძალეთ იმ რუს ტურისტებს აქ ჩამოსვლა… ჰო, აქვე ვიტყვი, რომ ბედის უკუღმართობით მოსკოვში ვსწავლობდი და იქ უამრავი ნაცნობ-მეგობარი მყავს, რუსი ხალხიც ამათზე კარგად ვიცი და რუსული იმპერიული პოლიტიკის თავისებურებებიც…
ჩემდა, ჩვენდა საუბედუროდ უნდა აღვნიშნო, რომ პირს სწორედ ჩემი და კიდევ უფროსი თაობა იქაფებს. ისინი, ვისაც ახალგაზრდებისგან განსხვავებით კარგად ახსოვს რუსული ჯარის და სპეცსამსახურების დამხობილი სახელმწიფო და პუტჩი, აფხაზეთში დახოცილი ქალები და ბავშვები, რუსული ფლოტის კატარღებიდან გაშვებული რაკეტებით ჩამოყრილი ლტოლვილებით გაჭედილი სამოქალაქო თვითმფრინავები, ხეებზე მიბმული და დამწვარი ქართველები სამაჩაბლოში, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელების ბანდები — რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებით შემოსეული, ჭუბერზე ცხედრებით მოფენილი ბილიკები, 2008 წლის ომი, ბოლობოლო…
და მაინც რუსული იმპერიის დუდუკზე მღერიან, ეს მართმადიანები… თქვენი ჯიში და ჯილაგი მოხნას ხუილომ!»-წერს ცოტნე გამსახურდია