«რუსი ოკუპანტები არ გამოჩენილან არც ერთ იმ მონაკვეთზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით»-დავით ქაცარავა

0
417

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

«დღევანდელი სიტუაცია ატოცი-ქვემო ოქონას და ყობი-წაღვლი-ჩორჩანის ტყის იმ მონაკვეთებზე,რომლის დანახვის საშუალებაც გვაქვს (დრონის ფრენისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ, დაზუსტებით ვიცით, არსებობს დრონის ჩამოგდების რეალური საფრთხე) შემდეგია:
რუსი ოკუპანტები არ გამოჩენილან არც ერთ იმ მონაკვეთზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით.
საოკუპაციო ხაზთან პოლიცია არ გვიშვებს, ასევე შაქშაქეთის პოსტია ის პუნქტი, რომლის იქეთ არც ჟურნალისტებს უშვებენ და არც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც მოდიან ჩვენთან ატოცში.
ასევე არ გამოჩენილან ჯერჯერობით ხელისუფლების მიერ დაქირავებული ქოც-ტიტუშკები, ალბათ უფრო საფუძვლიანად ემზადებიან და უფრო კვალიფიციურ ზონდერებს ამზადებენ.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ პატრულირებას და ვრჩებით ატოცში.
ძალა ერთობაშია.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!»

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ