«რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტი, Burger King-ი კი, გოგოებს, რომლებიც მსოფლიოს ვარსკვლავებისგან დაორსულდებიან, 3 მილიონ რუბლსა ($46,800) და მთელი ცხოვრების განმავლობაში, საფირმო ბურგერით მომარაგებას პირდება.
კომპანია „აქციას“ სოციალური პასუხისმგებლობით ხსნის. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამით რუსები საუკეთესო საფეხბურთო გენს მიიღებენ.»