კრიმინალი

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს, დაკავებულს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც ირკვევა 30 წლის  მამაკაცი  გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა რის შემდეგაც მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა, ამის შემდეგ კი მამაკაცმა გოგონასთან ქორწინება არ ისურვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, როგორც  შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს- “დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 30 წლის მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.”

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

შეიარაღებული თავდასხმა შოტლანდიაში

ემზარ კვიციანი “ქურდული სამყაროს” შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს

თამაზ ხომასურიძეს პროკურატრამ ბრალი წარუდგინა

დატოვე კომენტარი