რუსთავში 13 წლის ნია იუკურიძე დაიკარგა.
გოგონა დილით სახლიდან გამოვიდა და სკოლაში უნდა მისულიყო თუმცა სასწავლებელში არ გამოცხადდა.
ნიას ბებიამ «ინფო რუსთავთან» განაცხადა რომ ბავშვს ეცვა ნაცრისფერი კაპიშონი, შავი შარვალი და მოსაცმელი.
გოგონა დავით გარეჯის ქუჩაზე ცხოვრობს.
შსს-ში აცხადებენ რომ — «მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები, მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო».
inforustavi.ge
Loading…