განცხადება/მიმართვა

რუსთავში მასწავლებელი მოსწავლემ დააგორა-რას აცხადებს მასწავლებელი? (ვიდეო)

რუსთავის #5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს კიბიდან დაგორებაში სდებს ბრალს, ამბობს, რომ გოგონა ბოლო პერიოდში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, უთვალთვალებდა, დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. [ვიდეო/video]

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ მოსწავლე და მისი მშობელი. გოგონას დედა მასწავლებელს თავად ადანაშაულებს ძალადობაში და ამტკიცებს, რომ მუსიკის პედაგოგმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიაყენა.

საკითხთან დაკავშირებით «ინფო რუსთავი» ესაუბრა სკოლის ყოფილ დირექტორს, არსენ დემეტრაშვილს. დემეტრაშვილის თქმით, მე-6 კლასის მოსწავლეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. როგორც სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, ბავშვს კონფლიქტი მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან არაერთხელ ჰქონია.

საქმეში ფიგურანტი მოსწავლის #5 საჯარო სკოლიდან წასვლას მოითხოვს მშობლების ნაწილი.

შსს-ში «ინფო რუსთავს» განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ვრცელი ინტერვიუები იხილეთ ვიდეოში.

ინფორუსთავი

Loading…

მსგავსი პოსტები

პირები რომლებიც სარეკლამო აბრაზე ქართულ ენას არ გამოიყენებენ 50-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან

Joni Kvaracxelia

«უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ  საარჩევნო პროცესს»-ცესკო

roma sajaia

გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღება საჭირო გახდება — ბიძინა კულუბეგოვი

დატოვე კომენტარი