რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების სავალ ნაწილზე კარვებია განლაგებული, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩილაკიშვილი თავიანთ მომხრეებთან ერთად იმყოფებიან.
მობილიზებულია პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობა, რომლებმაც უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და უშუალოდ კარვის შესასვლელთან დადგნენ.
აღნიშნული უსაფრთხოების ზომები უკავშირდება ამ დილით მომხდარ ინციდენტს, სადაც აქციაზე მყოფი 2 მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდა.
ირგვლივ განთავსებულია რკინის ჯებირები და პოლიცია დიდი რაოდენობით არის მობილიზებული.