10 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე კვლავ შეიკრიბონ.
მიმდინარე აქციაზე სცენა ამ დროისთვის სტუდენტებმა დაიკავეს.
შესაბამისი განცხადება აქციაზე ერთ-ერთმა წამყვანმა ნოდარ ჩაჩანიძემ მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, დღის წესრგიში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც «ქართულ ოცნებაში» ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
Loading…