არსებული ინფორმაციით ამ წუთებში რუსთაველზე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოშიმშილე ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს.
ახალგაზრდებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე მეორე დღეა ატარებენ.
ამ მომენტისთვის შიმშილობს აქციის 6 მონაწილე. როგორც აცხადებენ ისინი უკიდურესი აქციის პროტეტს არ მიატოვებენ იქამდე, სანამ არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და არ გათავისუფლდება ყველა დაკავებული.
მოშიმშილე 24 წლის ახალგზრდა, რომელიც ცუდად გახდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Loading…