უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ნათლად განაცხადა, რომ ის შეცვლის ზოგიერთ სამხედრო ლიდერს აღმოსავლეთ ფრონტზე.
გენერალ ალექსანდრე სირსკის თქმით, სამდღიანი მუშაობის შემდეგ გაირკვა, თუ რატომ ახერხებდა ზოგიერთი ბრიგადა რუსული თავდასხმების შეკავება, ზოგი კი ვერა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ გაიყვანა თავისი ჯარები ავდიივკადან, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საკვანძო ქალაქიდან, რომელიც ალყაში იყო მოქცეული რუსეთის ჯარების მიერ.
პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სიცოცხლის გადასარჩენად იქნა მიღებული.
ავდიევკა თვეების განმავლობაში იყო ჩაფლული მძიმე ბრძოლებში. ის 2014 წლიდან გახდა ბრძოლის ველი, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა დაიპყრეს აღმოსავლეთ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დიდი ნაწილი.
ფოტოზე: ჰოსპიტალური ბატალიონის უკრაინელმა მოხალისე მედიკოსებმა 20 თებერვალს ავდიევკას ბრძოლებში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაცია მოახდინეს.