რუსეთში კორონავირუსის 10,559 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
402

რუსეთში კორონავირუსული ინფექციის კიდევ 10,559 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ოთხი დღის განმავლობაში ზედიზედ 10 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილია. გასული დღის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 86 პაციენტი, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1.5 ათასს გადააჭარბა.

გასული დღის განმავლობაში, რუსეთის 82 რეგიონში ინფიცირების 10,559 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5,858 მოსკოვში — ნათქვამია რუსეთის მთავრობის ოპერატიულ შტაბში. ახლა ქვეყანას 85 რეგიონში კოვიდ -19-ით ინფიცირებული 165.929 პაციენტი ჰყავს,  ხოლო დედაქალაქში 85 973.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 86 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე სულ 1537 ადამიანია დაღუპული. მოსკოვში Covid-19–ით კიდევ 50 პაციენტი  გარდაიცვალა, ყველა მათგანს პნევმონია და კორონავირუსული ინფექციის ტესტების დადებითი შედეგი დაუდასტურდათ. დედაქალაქში დაღუპულთა რიცხვი 866 – მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა რუსეთში 21327 ადამიანამდე გაიზარდა, მოსკოვში — 8458-მდე.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ