მოსკოვში აშშ-ის საელჩომ კომენტარი გააკეთა 7 მარტს მოსკოვში ტერაქტების საფრთხის შესახებ გაფრთხილებაზე. განმარტავენ, რომ ის უდანაშაულო ადამიანების სიკვდილის თავიდან ასაცილებლად გამოქვეყნდა:
«აშშ-ს მთავრობას, დიდი ხანია აქვს „გაფრთხილების მოვალეობა“ პოლიტიკა, რომელსაც ყველა ადმინისტრაცია იყენებს მთავრობების გასაფრთხილებლად პოტენციური სასიკვდილო საფრთხეების შესახებ. ჩვენ ვაძლევთ ამ გაფრთხილებებს, რადგან არ გვინდა, რომ უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ ტერორისტული თავდასხმების შედეგად» — განმარტეს რუსეთში აშშ-ს საელჩოში.
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ინარჩუნებს საკომუნიკაციო არხებს მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
საელჩომ სამძიმარი გამოთქვა მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შოკირებულია მომხდარით.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გააფრთხილა რუსეთში მყოფი მოქალაქეები და მოუწოდა მათ თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. დიპლომატიური მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ექსტრემისტები უმოკლეს დროში გეგმავენ“ გარკვეულ ღონისძიებებს ხალხმრავალ ადგილებში. მოგვიანებით, მსგავსი გაფრთხილება რამდენიმე სხვა ქვეყანამაც გაავრცელა.