ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს ამ წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, პირდაპირ გადაუხადოს საქართველოს კომპენსაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებით დაეკისრა რუსეთს, ან ხელი მოაწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საშუალებას იძლევა შედგეს თანხის გადარიცხვა.
ამ წლის თებერვალში გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან დეპორტირებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი. მან მოსკოვის ასეთ პოზიციას «პატარა ნაბიჯი წინ» უწოდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2019 წლის დასაწყისში, 10 მილიონი ევროს გადახდა დაავალა. იმ პირებმა, რომლებიც დაზარალდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -4 ოქმის მე -4 მუხლის დარღვევით (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) უნდა მიიღონ თითომ 2000 ევრო. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართ ერთდროულად დაირღვა მე -5 მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე -3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა / პატიმრობა), რუსეთის სახელმწიფო ვალდებულია გადაუხადოს 10-დან 15 ათას ევრომდე.
გასულ წელს, რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს აცნობა ”სერიოზული პრობლემების” შესახებ, რომლებიც წარმოიშვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დროს. დეკემბერში ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.