განცხადებები

«რუსეთს მოვუწოდებთ გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან»-იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა:

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცაღა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ცენტრებში აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია. საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე,»

ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჯარების გაყვანისკენ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მკვეთრად დააფიქსირა საქართველოს ტერიოტირული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

«გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი. ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმის განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს თავდაცვის ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი. იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში,»-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«მოქალაქის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი და შემდგომ ეკონომიკური განვითარება»-გიორგი გახარია

roma sajaia

ვაქცინაცია აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას-მიტროპოლიტი დიმიტრი

roma sajaia

რა განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ერეკლე კუხიანიძეზე? (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი